ფეხბურთი

18:48 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ზედიზედ მეორედ მოიგო, ფრუიძის "სამგურალი" შესანიშნავ ფორმაშია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში იმერულმა გუნდებმა გამარჯვებები მოიპოვეს - „ტორპედომ“ და „სამგურალმა“.

ქუთათურებმა 12 ტური მოუგებლად განვლეს, მაგრამ ბოლო ორ ტურში 6 ქულა მოიპოვეს და სატურნირო სიტუაცია მკვეთრად გაიუმჯობესეს. შოთა ბაბუნაშვილის შინ გორის „დილას“ დაუხვდა, რომელიც ბოლო ხანს სასაურველი კონდიციისგან საკმაოდ შორსაა. იმერლებს ფადი ზიდანმა მოაგებინა, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„ტორპედომ“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა, მაგრამ პლეი-აუტის ზონისგან თავის დაღწევასთან ახლოსაა.

წყალტუბოს „სამგურალმა“ შინ ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და ამ შემთხვევაშიც ერთი გოლი საკმარისი გამოდგა, რომელიც მერვე წუთზე სერგო კუხიანიძემ გაიტანა და სოსო ფრუიძის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. „სამგურალმა“ 19 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზეა, „შუქურა“ კი 14 ქულით მეშვიდე საფეხურს იკავებს.

„ტორპედო“ – „დილა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ზიდანი (49)

„სამგურალი“ – „შუქურა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კუხიანიძე (8)

0.121674