ფეხბურთი

1:10 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაში“ თურქეთის ჩემპიონია

თურქეთის სუპერლიგის ბოლო ტურში, ტიტულს სამი სტამბოლური კლუბი ეცილებოდა ერთმანეთს - „ბეშიქთაში,“ „გალათასარაი“ და „ფენერბახჩე“.

„გალათასარაიმ“ „მალათიასფორს“ უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. „ფენერბახჩემ“ სტუმრად „ქაისერისფორს“ 2:1 აჯობა, „ბეშიქთაშმა“ კი ამავე ანგარიშით „გიოზთეფეს“ სძლია.

შედეგად, „ბეშიქთაშმა“ და „გალათასარაიმ“ თანაბარი 84-84 ქულა დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით, ჩემპიონი „ბეშიქთაში“ გახდა, რომელსაც სერგენ იალჩინი თავკაცობს.

მესამე ადგილზე 82-ქულიანი „ფენერბახჩე“ დარჩა.

ეს „ბეშიქთაშის“ 21-ე ტიტულია ისტორიაში.

0.114691