ფეხბურთი

10:53 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კინი ჰოლანდთან უხეშობას დღესაც არ ნანობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი როი კინი თავის ახალ ავტობიოგრაფიაში წერს, რომ დღესაც არ ნანობს, 1997 წელს ალფ ინგე ჰოლანდისთვის ფეხის მოტეხვას. ირლანდიელს აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ “ლიდსის” ფეხბურთელს სიმულაციის ბრალდება არ აპატია და განზრახ დაამტვრია.

ამ ტრავმის გამო ჰოლანდმა კარიერა დაასრულა. კინი კი მხოლოდ 5-თამაშიანი დისკვალიფიკაციითა და 150 ათასი გირვანქით დასაჯეს. ისიც 2002 წელს, მას შემდეგ, რაც პირველად აღიარა შეგნებული უხეშობა.

“ჩემი საქციელის გამო რამდენიმეჯერ მინანია. ამ ეპიზოდის გამო კი სინანულის გრძნობა ერთხელაც არ გამჩენია” – ციტირებს როი კინის სიტყვებს The Telegraph.

ვასილ მშვილდაძე



0.120215