კალათბურთი

23:51 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე "ლეიკერსთან": 30 წუთი, სამი მოხსნა ორმაგ დუბლამდე და 4 დაფარება

NBA-ში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:122 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს, თუმცა უფრო მაღალმა კლასმა მაინც ყველაფერი გადაწყვიტა.

ნიშანდობლივია, რომ „ლეიკერსთან“ ბითაძემ 29:51 წუთი ითამაშა! ხსენებულ დროში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება მიითვალა. მათ შორის, ერთხელ თვით ლებრონ ჯეიმსს დაუფარა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„ლეიკერსის“ გამარჯვება ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის შედეგიანი თამაშის დამსახურებაა. დევისმა 28 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი, ხოლო ლებრონმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. „ინდიანაში“ საუკეთესო კარის ლევერტი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა და 12 პასი შესძინა.

„ინდიანა პეისერსი“ 33 მოგებით და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 16 მაისს, „ტორონტო რეპტორსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.143574