„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, ჟურნალისტებს ესპანურ პრიმერასა და ინგლისურ პრემიერლიგას შორის განსხვავებაზე ესაუბრა.
„პრიმერას მთავარი უპირატესობა - მოთამაშეების ნიჭიერებაა. თუ პრემიერლიგას შევადარებთ, იქ უფრო ფიზიკურ მომზადებას ეყრდნობიან. ჩვენთან კი კლასში სხვაობას მოთამაშეების ხარისხი და ტალანტი უზრუნველყოფს. ასევე ის ჟინი, რომელსაც ქომაგები ავლენენ ტრიბუნებზე.“ - ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.