კალათბურთი

18:55 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და ცსკა VTB ლიგის ნახევარფინალში

მოსკოვის ცსკა-მ VTB ლიგის პლეი-ოფის პირველი სტადია, რთულად, მაგრამ დაძლია. დმიტრი იტუდისის გუნდმა „ნიჟნი ნოვგოროდი“ უმძიმეს ბრძოლაში 79:75 დაამარცხა და სერია 2:1 მოიგო.

გადამწყვეტი დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და ბოლო პერიოდის წინ ცსკა 3 ქულით აგებდა, მაგრამ დასკვნით ათწუთეულში მობილიზება მოახერხა და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

თორნიკე შენგელიამ აღნიშნულ შეხვედრაში 27:21 წუთი ითამაშა და თავის გუნდს 12 ქულით და 3 მოხსნით შეეწია. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. მოსკოველებს დანიელ ჰაკეტმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ამრიგად, ცსკა ნახევარფინალშია, სადაც „ზენიტი“, „ლოკომოტივ ყუბანი“ და ყაზანის „უნიქსიც“ ითამაშებენ.

0.115533