კალათბურთი

23:54 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივრების 19 621 ხმა: გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში გამოარჩიეს

„ლენოვო ტენერიფეს“ და საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი გულშემატკივართა გამოკითხვით ლიგა ენდესას 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელია.

გამოკითხვა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შერმადინმა დიდი უპირატესობით იპირველა. ქართველმა კალათბურთელმა 19 621 ხმა მიიღო და შედარებისთვის მეორე ადგილზე გასულ ედი ტავარეშს 12 440 ხმა ერგო.

სეზონის MVP საბოლოოდ უახლოეს დღეებში დასახელდება, მას მერე, რაც გულშემატკივართა ხმებს კალათბურთელების, მწვრთნელებისა და მედიის არჩევანიც შეუერთდება და შედეგები შეჯამდება.

აქვე გეტყვით, რომ შერმადინი მიმდინარე სეზონს დიდებულად ატარებს და ლიგა ენდესაში საშუალოდ 17.2 ქულას აგროვებს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 22.8-ს უტოლდება.

0.132129