გლაზგოს "რეინჯერსის" ინგლისელი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი შოტლანდიის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერშიფის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
"რეინჯერი" 2011 წლის შემდეგ შოტლანდიოს ჩემპიონი პირველად გახდა. მიმდინარე სეზონში გლაზგოელებმა 37 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 31 მოიგეს და ექვსი ფრედ დაასრულეს. ჯერარდმა გუნდი 2018 წელს ჩაიბარა და კლუბში კონტრაქტი მიხედვით 2022 წლის ივლისამდე იმუშავებს.