ფეხბურთი

16:17 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო ჯიჯი ბუფონს "რომაში" იწვევს

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა „რომაში“ გადავიდეს. იტალიური მედიის ცნობით, 43 წლით კიპერით პირადად ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

პორტუგალიელი ჯიჯის ასაკის მიუხედავად „ჯალოროსიში“ პირველი მეკარის ფუნქციას ჰპირდება. ბუფონი სეზონის ბოლოს „იუვეს“ დატოვებს და თქვა, რომ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 20-25 დღეში მიიღებს. იტალიელი, როგორც კარიერის გაგრძელების, ისე დასრულების ვარიანტებს განიხლავს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა „იუვენტუსში“ 19 სეზონი გაატარა და 684 თამაში აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონში მოედანზე 13-ჯერ გავიდა, საიდანაც „იუვეს“ მატჩი არ წაუგია (11 მოგება, 2 ფრე) და ყველა შეხვედრაში მაღალ დონეზე ირჯებოდა.

„რომას“ მეკარის პრობლემა აქვს, პაუ ლოპესი და ანტონიო მირანტე მოურინიოს გეგმებში არ შედიან დაპორტუგალიელმაც ბუფონის ტრანსფერზე მუშაობა ამიტომ დაიწყო.

0.124839