ფეხბურთი

20:54 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთეთ და ეს კარგად გამოგვივიდა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ საინტერესო და კარგ ევროპის ჩემპიონატს ელოდება. „სკუადრა აძურას“ თავკაცი იმედოვნებს, რომ მარკო ვერატი გამოჯანმრთელებას მოასწრებს და ევრო 2020-ზე ითამაშებს.

„ევროპის ჩემპიონატი რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი იქნება. ახლა მთავარია, რომ აღარ იყოს მოულოდნელი ტრავმები, ყველა მოთამაშე ხელმისაწვდომი იყოს და არჩევანი მარტივად გავაკეთო. ვერატი? ტრავმა, რომელიც მან მიიღო ადვილი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი თვეა დარჩენილი და მჯერა გამოჯანმრთელდება. ვიცი, რომ მასაც სჯერა. უახლოეს კვირებში ყველაფერი გამოჩნდება.

ნაკრები? რთული სიტუაციიდან დავიწყეთ. აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდებზე და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამოგვივიდა. უფრო გამოცდილი მოთამაშეებიც გვეხმარებოდნენ, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ამიტომ, შეიქმნა კარგი ატმოსფერო, ეს ფუნდამენტურია“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს, ტურნირის გახსნიტ მატჩში კი თურქეთს 11 ივნისს დაუპირისპირდება.

0.112438