ინგლისის პრემიერლიგამ ოფიციალურად დაადასტურა სატელევიზიო მაუწყებლებთან კონტრაქტის განახლება.
ახალი შეთანხმების საფუძველზე Sky Sports-თან, BT Sport-თან, Amazon-თან და BBC Sport-თან კონტრაქტი ძალაში 2025 წლამდე იქნება. გარიგების ღირებულება დაახლოებით 5.1 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
სატელევიზიო უფლებები ამჯერად სავალდებულო ტენდერის გარეშე იქნა მინიჭებული. ეს გამონაკლისი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაუშვა.