„იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს დედამ, დოლორეს ავეირუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეცდება თავისი ვაჟი ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლაზე დაიყოლიოს.
„დაველაპარაკები და ყველანაირად ვეცდები მომავალი სეზონიდან „სპორტინგში“ დაბრუნდეს.“ - ციტირებს ავეირუს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერა კრიშტიანუმ სწორედ „სპორტინგში“ დაიწყო. 1997-2002 წლებში ის კლუბის აკადემიაში ირჯებოდა. შემდეგ ერთი სეზონი მთავარ გუნდში გაატარა, საიდანაც 2003-ში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.