ფეხბურთი

20:04 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი სლოვაკური გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ბრატისლავას „სლოვანი“ ჩაიბარა. სლოვაკური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და ვაისი მუშაობას უკვე შეუდგა.

სხვათა შორის, „სლოვანის“ ღირსებას მისი შვილი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი იცავს. „ჯვაროსნების“ ყოფილი თავკაცი კი ამ კლუბს 2011-2012 წლებშიც წვრთნიდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებს 2016-2020 წლებში წვრთნიდა და 48 მატჩიდან 16 მოაგებინა, 16-ჯერ ფრეს დასჯერდა და ამდენჯერვე დამარცხდა. გარდა ამისა, 56 წლის სპეციალისტს „არტმედიაში“, „სატურნში“, „კაირატსა“ და სლოვაკეთის ნაკრებში უმუშავია.

აქვე გეტყვით, რომ „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატს სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერობს და „დუნაისკა სტრედას“ 4 ქულით უსწრებს. გარდა ამისა, თასის ფინალშია გასული, სადაც 19 მაისს, „ჟილინას“ დაუპირისპირდება.

0.121276