ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველი სერხი რობერტო ტრავმირებულია. როგორც "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება რობერტო მოედანს.
სერხიმ "ლევანტესთან" ფრედ (3:3) დასრულებულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა, თუმცა მატჩი ბოლომდე დაზიანების გამო ვერ დაასრულა. მიმდინარე სეზონში სერხიმ 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.