ფეხბურთი

14:20 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტმა მოქალაქეობა შეიცვალა და ესპანეთის ნაკრებში ითამაშებს

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მცველმა აიმერიკ ლაპორტმა მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან ესპანეთის ნაკრებში თამაში შეუძლია. მოსალოდნელია, რომ 26 წლის ფეხბურთელს ლუის ენრიკე ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადშიც შეიყვანს.

ლაპორტი ამაოდ ელოდა დიდიე დეშამის ზარს და საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებას, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მიიღო. მას საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში, მათ შორის, 21-წლამდელებში უთამაშია, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არასდროს, ამიტომაც, ესპანეთის ნაკრებში თამაში დაუბრკოლებლად შეუძლია.

ლაპორტი ესპანეთს კარგად იცნობს, საფეხბურთო კარიერაც პროფესიონალურ დონეზე პირინეის ნახევარკუნძულზე დაიწყო და 2012-2018 წლებში ბილბაოს „ატლეტიკის“ რირსებას იცავდა.

2018 წლიდან ის „მანჩესტერ სიტიში“ ჩაირიცხა, რომლის რიგებში ჩატარებულ 111 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი.

0.112662