ნაცუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე ისევ დამარცხდა. ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.
ეს ტოჩისა და 31 წლის იაპონელის მე-2 ორთაბრძოლა იყო, რომელიც მეტოქემ ძალიან მარტივად მოიგო, გორგაძე დოჰიოდან გადაიყვანა და ურთიერთშეხვედრებში მოგება წაგების ბალანსი გაათანაბრა - 1 მოგება და 1 მარცხი.
ლევანს წლის მესამე სუპერტურნირზე 3 წაგება დაუგროვდა, რომლის საპირისპიროდაც მხოლოდ 1 მოგება აქვს და იმისთვის, რომ მიმდინარე ტურნირზე დადებით ბალანს მიაღწიოს, დარჩენილი 11 დაპირისპირებიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს, რაც მისი ფორმიდან გამომდინარე ძნელი წარმოსადგენია.
ქართველი სუმოისტი ხვალ მე-5 მაეგაშირა ონოშოს შეხვდება, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება ერთხელ მოახერხა, ერთხელ კი თავად დამარცხდა.