ლისაბონის „სპორტინგი“ პორტუგალიის ჩემპიონი გახდა. პრიმეირა ლიგის 32-ე ტურში რუბენ ამორიმის გუნდმა პორტუს „ბოავიშტა“ 1:0 დაამარცხა და მდევართათვის მიუწვდომელი გახდა.
სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლისაბონელებს 82 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ „პორტუს“ 8 ქულით უსწრებენ, რაც პირველი ადგილის გარანტია. აღსანიშნავია, რომ "სპორტინგს" ჯერჯერობით თამაში არ წაუგია - 25 მოგება და 7 ფრე.
ლისაბონის „სპორტინგი“ ისტორიაში მე-19-ედ და 19-წლიანი პაუზის შემდეგ გაჩემპიონდა. დიახ, თეთრ-მწვანეები ამ ტრიუმფამდე ბოლოს ჩემპიონის ტიტულს 2002 წელს დაეუფლნენ.