ფეხბურთი

23:17 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი გახდა

ინგლისის პრემიერლიგის 2020-2021 წლების სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ „მანჩესტერ სიტი“ უკვე ჩემპიონია. ეს მას მერე გაოფიციალურდა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ კედლებში „ლესტერ სიტისთან“ წააგო - 1:2.

ამრიგად, „იუნაიტედს“ 70 ქულა აქვს, „სიტის“ 80 და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ორივე გუნდს სეზონის ბოლომდე 3 თამაში აქვთ დარჩენილი, რაც ცხადია ნიშნავს, რომ „მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონია - ისტორიაში მეშვიდედ.

პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო პრემიერლიგა, ბოლო 9 წელიწადში კი მეხუთედ. „სიტის“ ჩემპიონობა მოსალოდნელი და მხოლოდ დროის ამბავი იყო, რადგან დიდებული სეზონი ჩაატარა. არადა, ნოემბერში მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ მას შემდეგ ქულებს პრაქტიკულად აღარ კარგავდა.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტისთვის“ ეს სეზონში მეორე ტიტულია - მანამდე ინგლისის კარაბაო თასი მოიგო, ახლა შეუძლია ტრიპლეტზეც გაიწიოს, რადგან 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ჩელსის“ წინააღმდეგ ელოდება.

0.113381