ფეხბურთი

20:36 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" გორში "დილა" დაამარცხა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გორის „დილამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ სტუმრებმა იმარჯვეს.

„დილას“ შანსი ჰქონდა, ერთი დღით მაინც ლიდერებს ქულებით გათანაბრებოდა, მაგრამ სოსო ფრუიძის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა და წყალტუბოელები დათო კირკიტაძემ დააწინაურა. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი გამოდგა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ფრუიძის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს. მეტოქის კარი ილია ახვლედიანმა დალაშქრა და იმის მიუხედავად, რომ მალევე რამარიკ ეტოუმ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ანდრეი დემჩენკოს გუნდმა თამაში ვერ გადაარჩინა და დამარცხდა.

გორის „დილას“ 22 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში ისევ მესამე ადგილზეა, ხოლო „სამგურალი“ 16 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

„დილა“ – „სამგურალი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კირკიტაძე (4), 0:2 ახვლედიანი (67), 1:2 ეტოუ (73)

0.116262