„პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი შესაძლოა ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩეს. იტალიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.
ვერატი 4-6 კვირას იუქმებს და ვინაიდან, ევრო 2020 კარსაა მომდგარი, უნცობია, შეძლებს თუ არა წლის მთავარ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობის მიღებას. ვერატიმ ევრო 2016-ზეც ვერ ითამაშა, რადგან მაშინაც ტურნირის დაწყების წინ ტრავმა მიიღო და შესაბამისად, ზედიზედ მეორედ ემუქრება ევროპის ჩემპიონატის გაცდენა. ტრავმის სიმძიმე მაურისიო პოჩეტინომაც დაადასტურა:
„მარკო ძალიან დამწუხრებულია. პსჟ-ში მისთვის სეზონი დასრულდა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს მოახერხებს“, - აღნიშნა პოჩეტინომ.
მარკო ვერატი იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია და რობერტო მანჩინის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.