ფეხბურთი

15:23 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტამ იაპონურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ბარსელონას“ ლეგენდარული ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, კარიერას ჯერ არ ამთავრებს და იაპონურ „ვისელ კობეში“ კიდევ ორი წლით დარჩება.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ვეტერანმა ვარსკვლავმა, სწორედ დღეს, 11 მაისს, თავის 37-ე დაბადების დღეზე გაახანგრძლივა კონტრაქტი 2023 წლამდე.

ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მანამდე ის 2002-18 წლებში „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც 9-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 6-ჯერ მოიპოვა ქვეყნის სამეფო თასი, 4-ჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, 2-ჯერ გახდა უეფას სუპერთასის მფლობელი და 3-ჯერ ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული.

ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო 2010 წლის მუნდიალი და 2008-12 წლების ევროპის ჩემპიონატები.

0.116108