ფეხბურთი

12:52 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი კავანის ქცევით აღფრთოვანებულია

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი ჟურნალისტებს ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის შესახებ ესაუბრა, რომელმაც „იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.

„შესანიშნავი სიახლეა. როცა „მანჩესტერმა“ კავანი გაიფორმა, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არ მჯეროდა, რომ ის სარგებელს მოუტანდა გუნდს. ისინი ხომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე იმატებდნენ ფეხბურთელებს და ესეც უბრალოდ სასოწარკვეთილების შედეგი მეგონა.

მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ურუგვაელი შესანიშნავად შეეწეყო გუნდს. მისი საქმისადმი დამოკიდებულება ხომ სამაგალითოა, რაც სხვა მოთამაშეებზეც დადებით გავლენას ახდენს.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ კავანი „მანჩესტერში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შარშან ოქტომბერში გადავიდა „პარი სენ-ჟერმენიდან.“

0.115209