ფეხბურთი

11:58 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუს" ერთ-ერთი ლიდერი საუდის არაბეთის კლუბში გადავიდა

პორტუგალიური „პორტუს“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მუსა მარეგა კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს. 30 წლის მალელმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

მარეგა „ალ ჰილალის“ შეტევას ზაფხულიდან გაამაგრებს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია. გამოცდილი თავდამსხმელი ბატეფიმბი გომისისა და სებასტიან ჯოვინკოს თანაგუნდელი გახდა, რომლებიც ასევე "ალ ჰილალის" ღირსებას იცავენ.

მალელი ფორვარდი „პორტუში“ 2016 წლიდან თამაშობდა და „დრაკონების“ მთავარი შემტევიც იყო. მან პორტუგალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 190 მატჩში 72 გოლის გატანა მოახერხა.

0.115718