ფეხბურთი

22:17 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასზე უარის თქმა სთხოვეს

მილანის „ინტერში“ ფინანსური კრიზისია და კლუბის ხელმძღვანელობა გამოსავალს ეძებს. იტალიური მედიის ცნობით, პრეზიდენტი სტივენ ჟანგი ფეხბურთელებს შეხვდა და მათ თხოვნით მიმართა.

„ნერაძურის“ მფლობელებს სურთ, რომ ფეხბურთელებმა მომდევნო ორი თვის ხელფასებზე უარი თქვან და კლუბს ფინანსურად ამ გზით დაეხმარონ. სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

თუმცა, Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ისინი სავარაუდოდ უარს იტყვიან პრეზიდენტის შეთავაზებაზე არ სურთ მომდევნო ორი თვე უხელფასოდ გაატარონ, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მიმდინარე სეზონში გასამრჯელო უკვე დაიკლეს.

შეგახსენებთ, „ინტერმა“ ერთი კვირის წინ ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო, მაგრამ ამას მძიმე ფინანსური ვითარება კლუბში არ შეუცვლია.

თეგებიინტერი
0.124919