ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ედინსონ კავანის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „წითელი ეშმაკების“ ვებგვერდი იტყობინება, 34 წლის ურუგვაელი „ოლდ ტრაფორდზე“ მომდევნო სეზონშიც ითამაშებს.
კავანის კონტრაქტი 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ კლუბმა მასთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე განაახლა.
შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 35 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა. ურუგვაელ ფორვარდს კარიერის განმავლობაში „დანუბიოში“, „პალერმოში“, „ნაპოლისა“ და პსჟ-ში უთამაშია.