„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, უარყო ხმები, თითქოს „ტოტენჰემის“ გაწვრთნა შესთავაზეს.
„ეს აბსოლუტური სისულელეა. ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. „ატალანტასთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ამ გუნდში ბედნიერი ვარ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sport Italia.
გასპერინის „ატალანტასთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.