„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბი დატოვოს. თუმცა მოთამაშეები მხარს უჭერენ და მისი დარჩენა სურთ - წერს Corriere del Mezzogiorno.
წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფიორენტინა“ „რინოს“ ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხოლო „იუვენტუსი“ ანდრეა პირლოს შესაძლო შემცვლელბის სიაში მოიაზრებს.