ფეხბურთი

18:19 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილმა "ზალცბურგს" გოლი გაუტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა თავი 56-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, კიტეიშვილის გოლმა "შტურმი" მარცხისგან ვერ იხსნა, რადგან "ზალცბურგმა" მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა და 1:3 იმარჯვა.

აღნიშნულ შეხვედრაში კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მან მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა, "შტურმი" კი 27 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

0.149388