ფეხბურთი

17:24 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპს გამოტოვებს?

„პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, გუნდის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშოს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცნობილი ჟურნალისტი, ტანკრედი პალმერი.

ვერატიმ მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ჩვეულებრივ, ასეთი ტრავმის მოშუშებას ერთ თვემდე დრო სჭირდება, რის შემდეგაც კიდევ გარკვეული დროა აუცილებელი ფორმის აღსადგენად. თუ დიაგნოზი დადასტურდა, მას ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ვერატიმ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, ასევე ტრავმის გამო. ევრო 2020 კი წლეულს, 11 ივნისიდან, 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

0.112773