კალათბურთი

10:24 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 7 ქულა და 3 დაფარება - ვესტბრუკის ტრიპლდაბლი და ბილის 50 ქულა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანა პეისერსი“ ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „ვაშინგტონ ვიზარდსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 132:133 დამარცხდა.

პირველი ტაიმი „ვაშინგტონმა“ ერთი ქულით მოიგო, მაგრამ მესამე პერიოდში „პეისერსმა“ უკეთ ითამაშა და ბოლო მეოთხედის წინ 9-ქულით იგებდა, თუმცა დასკვნით პერიოდში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. ოვერტაიმიც დაძაბული გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 9:8 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმეს.

გოგა ბითაძემ აღნიშნულ შეხვედრაში 15:42 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 7 ქულით, 2 მოხსნით (ორივე შეტევაში), 2 პასით, 3 დაფარებით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

„ინდიანაში“ საუკეთესოები კარის ლევერტი და დომანტას საბონისი იყვნენ. ლევერტმა 35 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ხოლო საბონისმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 13 მოხსნა, 13 პასი. „ვაშინგტონში“ ბრედლი ბილს საოცარი თამაში ჰქონდა, რომელმაც 50 ქულა ჩააგდო, რასელ ვესტბრუკმა კი საბონისის მსგავსად სამმაგი დუბლი შეასრულა 33 ქულით, 19 მოხსნითა და 15 პასით.

„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 31 მოგებით და 36 წაგებით მეათე ადგილზეა და სწორედ „ვაშინგტონ ვიზარდსმა“ გადაასწრო, მომდევნო შეხვედრას კი 11 მაისს, „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116577