ფეხბურთი

14:05 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მომავალზე არ გვისაუბრია, მხოლოდ ჩემპიონობით ვტკბებით"

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მომავალზე არ ფიქრობს და ამ მომენტში მხოლოდ იტალიის ჩემპიონობით ტკბება. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ნერაძურის“ გულშემატკივრები ამ დღეს დიდხანს ელოდნენ.

„11 წლის შემდეგ გულშემატკივრებს სურდათ ზეიმი და ისინი დიდხანს ელოდნენ ამ დღეს. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს სიხარული მივანიჭეთ. ბოლო 19 მატჩიდან 16 მოვიგეთ და სამჯერ ფრე ვითამაშეთ, რაღაც საოცრება გავაკეთეთ, სასიამოვნოა ამ ბიჭების თამაშის ყურება.

მე არ მისაუბრია მომავალზე, უნდა ვისიამოვნოთ ამ სკუდეტოთი, რადგან მის მოსაპოვებლად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ვიტანჯეთ. ორი წლის განმავლობაში გუნდმა დაიბრუნა სანდოობა. ბოლომდე დავტკბეთ ამ მომენტით და შემდეგ ყველაფერი გამოჩნდება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერმა“ იტალიის ჩემპიონის ტიტული ერთი კვირის წინ გაიფორმა და ჩემპიონის რანგში პირველი მატჩი გენუის „სამპდორიასთან“ 5:1 მოიგო.

0.117706