ფეხბურთი

11:34 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტამბოლში ინგლისელ ფანებს არ გაუშვებენ: ფინალის მასპინძელი შესაძლოა შეიცვალოს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთი წითელ ზონაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გულშემატკივრებს ქვეყნიდან არ გაუშვებს. მათი სურვილია, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისში ჩაატაროს.

უეფას ფინალის მასპინძელ ქალაქად სტამბოლი უკვე დიდი ხანია შერჩეული ჰყავს და რომ არა კოვიდპანდემია, ჯერ კიდევ გასული სეზონის ფინალი უნდა გამართულიყო „ათათურქზე“, მაგრამ ერთი წლით დაგვიანებით გაიმართება.

ახლა კი, როცა გაირკვა, რომ ფინალში ინგლისური კლუბები შეხვდებიან, გაჩნდა მოსაზრება, რომ თამაში ინგლისში გაიმართოს და ქალაქმა ბირმინგემმა უკვე გამოთქვა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობის სურვილი.

საბოლო გადაწყვეტილება უეფამ უნდა მიიღოს, რომელმაც სხვათა შორის, ფინალზე გულშემატკივართა ნაწილობრივი დაშვების განკარგულება უკვე გასცა. შეგახსენებთ, 29 მაისს, „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

0.117307