ფეხბურთი

18:37 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივის" ცუდი სერია გრძელდება, "დილამ" ლეგიონერების გოლებით მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გორის „დილა“ თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა, რითაც უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

გორელები უკეთ გამოიყურებოდნენ და დაამტკიცეს, რომ ახლა უკეთეს ფორმაში არიან, ვიდრე „ლოკომოტივი“. ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მეოთხე წუთზე უსმანე კამარას პასით ფრანცისკო მადინგამ გაიტანა და გორელები დააწინაურა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა და „დილა“ შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.

მეორე ნახევარი კი გორელებმა ისევ კარგად დაიწყეს და ჩინებული კომბინაცია ამჯერად გოლი კამარამ გაიტანა, რითაც სხვაობა ორამდე გაზარდა. 10 წუთში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ჩამორჩენა ნიკა სანდოხაძის გოლით შეამცირა და ქულის გადასარჩენად საკმარისი დროც ჰქონდა, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და „ლოკომ“ მორიგი თამაში წააგო.

გორის „დილა“ 12 ტურის თავზე 22 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივს“ მხოლოდ 15 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. თბილისურმა გუნდმა ბოლო ტურში სამჯერ წააგო და ერთადერთი ქულა მოიპოვა, რაც ამ გუნდისთვის განგაშის საფუძველი უნდა იყოს.

„ლოკომოტივი“ – „დილა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მადინგა (4), 0:2 კამარა (54), 1:2 სანდოხაძე (64)

0.103153