ფეხბურთი

13:40 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაჯო: "საკიმ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი მოტივით არ წამიყვანა და ჯგუფში ჩარჩა"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ფეხბურთს აღარ უყურებს, რადგან მისგან სიამოვნებას ვერ იღებს. იტალიის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა სხვა თემებზეც ისაუბრა, მათ შორის, 1994 წლის მუნდიალის ფინალში გაცუდებულ პენალტზე.

„ფეხბურთი უმაყურებლოდ მოსაწყენია, ეს მატირებს. თამაშებს არ ვუყურებ, სიამოვნებას თითქმის არ მანიჭებს. სხვების შეფასებაც დისკომფორტს მიქმნის და ტელევიზიებში თითქმის არ დავდივარ. მე ვხედავ კოლეგებს, რომლებიც ახლა ტელევიზიებში ექსპერტებად მუშაობენ, მაგრამ მახსოვს, რომ სამ პასს ხელითაც ვერ აკეთებდნენ. მომწონს ქალთა ფეხბურთი, არ მომწონს გოლფი, კალათბურთი მირჩევნია და "ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ ვქომაგობ.

დღევანდელ ფეხბურთში უფრო კონკურენტუნარიანი ვიქნებოდი, რადგან თავდამსხმელები უფრო დაცულები არიან. საფეხბურთო კარიერის დასრულებამ სიცოცხლე და ჟანგბადი დამიბრუნა. მადლობა ვარ ფლორენციის, მე არ მინდოდა „ფიორენტინას“ დატოვება, მაგრამ პონტელომ ანიელის მიმყიდა და „იუვეში“ რომ არ წავსულიყავი, ჩეკი გორი ვერ შეძლებდა „ფიორენტინას“ ყიდვას.

პაოლო როსის გარდაცვალება უსამართლობაა, მან უფრო მეტი დრო დაიმსახურა. თუ მარადონას შემთხვევაში მოულოდნელი დასასრული მოსალოდნელი იყო, როსისგან - არა...

ახლაც არ მპატიობენ ბრაზილიასთან პენალტს. იმ დღეს შეიძლებოდა თავი მომეკლა, ვერაფერს ვგრძნობდი...

არიგო საკიმ 1996 წელს ევროპის ჩემპიონატზე არ წამიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ ტაქტიკური სქემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთელები და შედეგად, ის მეოთხედფინალშიც ვერ გავიდა.

მწვრთნელებთან საერთო არაფერი მაქვს, მაგრამ ერთადერთი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა, კარლო მაცონეა. თავისუფალი და სრულყოფილი ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებს არ ეჯიბრებოდა“, - თქვა ბაჯომ La repubblica-სთან ინტერვიუში.

0.11188