კალათბურთი

20:23 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი საუკეთესო იყო, მაგრამ "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალს“ გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ პირველივე სტადიაზე გამოეთიშა. ესპანური გუნდი ნიჟნი ნოვგოროდში, ფრანგულ „სტრასბურთან“ დამარცხდა.

ესპანელებმა კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმის შემდეგ 12 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმი ჩააგდეს და საბოლოოდ, ოთხი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო. გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა, რომელშიც „სტრასბურმა“ 15:13 იმარჯვა, საბოლოოდ 88:86 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

შერმადინი საუკეთესო იყო, მაგრამ მისი გარჯა საკმარისი არ გამოდგა. ქართველმა ცენტრმა 35:15 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 12-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

„ლენოვო ტენერიფემ“ ჩემპიონთა ლიგაზე ორი ჯგუფური ეტაპი წარმატებით განვლო, მაგრამ ტურნირის პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე გამოეთიშა.

0.116606