უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, თერთმეტეული მთლიანად ფინალისტი გუნდებისგან დაკომპლექტდა.
თუმცა, „ჩელსის“ მოთამაშეები სჭარბობენ: შვიდი ოთხის წინააღმდეგ, მაგრამ მასში არ არის ნგოლო კანტე, რიის მიზეზიც ალბათ ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის ქულების მიხედვით კომპლექტდება:
მეკარე: ედუარდ მენდი (ჩელსი)
მცველები: კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), ტიაგო სილვა (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ბენ ჩილველი (ჩელსი)
ნახევარმცველები: მეისონ მაუნტი (ჩელსი), რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), კაი ჰავერტცი (ჩელსი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელი: ტიმო ვერნერი (ჩელსი)
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში 29 მაისს, „მანჩესტერ სიტი“ „ჩელსის“ შეხვდება და მატჩი სტამბოლში გაიმართება.