„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, ამბობს, რომ ესპანური კლუბების ლტოლვა სუპერლიგისკენ, ინგლისური კლუბების სიძლიერის შედეგია.
„თუკი სუპერლიგის ისტორიას დავუბრუნდებით, ახლა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური იქნება („სიტი“ – „ჩელსი“), ცხადი ხდება, რატომ უნდათ ესპანურ კლუბებს ასე დაჟინებით სუპერლიგის შექმნა. ისინი პრემიერლიგას კონკურენციას ვეღარ უწევენ. ეს არა მარტო ფეხბურთის დონეს, არამედ ფინანსებს და მწვრთნელებსაც ეხება. აბა ნახეთ ვინ მუშაობს ინგლისში: გვარდიოლა, კლოპი, ტუხელი...
პრემიერლიგა არის ადგილი, სადაც მთელ ევროპას სურს საქმიანობა.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს CBS Sports.