ფეხბურთი

11:26 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მას მიუფურთხებია „რეალისთვის!“ - ქომაგები აზარს შემოსწყრნენ

„რეალის“ გულშემატკივრები აღშფოთებულნი არიან მათი ვარსკვლავის, ედენ აზარის ქმედებით. საქმე ის არის, რომ „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (0:2), რომლის კვალადაც მადრიდელები ტურნირს გამოეთიშნენ, ბელგიელი ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა, ჩაეხუტა, იცინოდა და მშვენიერ ხასიათზე იყო.

„მას მიუფურთხებია „რეალისთვის!“ - დაწერა შემდეგ Daily Mail-მა მადრიდელი ქომაგების დანაბარები.

აზარი „რეალში“ „ჩელსიდან“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა 100 მილიონ ევროდ.

0.11676