საქართველოს ნაკრებისა და „ლენოვო ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.
ფიბამ გიორგის გარდა, ხუთეულში კეისი შეფერი, ბონზი კოლსონი, რეიმარ მორგანი და სი ჯეი ჰარისი შეიყვანა. ჩემპიონთა ლიგის სეზონი ჯერ არ დასრულებულა, უფრო მეტიც, გადამწყვეტი ფაზა, „რვათა ფინალი“ დღეს დაიწყო.
„ლენოვო ტენერიფე“ 6 მაისს, ფრანგულ „სტრასბურს“ შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში “ჰაპოელ ჰოლონისა“ და ესპანური „ბურგოსის“ წყვილში საუკეთესოს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ თამაშში 16.6 ქულას, 5.8 მოხსნასა და 2 პასს აგროვებს.