ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ორი ტური გულშემატკივრებით ჩატარდება. ლიგამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და სეზონის ბოლო 20 თამაშს ფანები დაესწრებიან.
37-ე და 38-ე ტურში მატჩებზე დასწრება მხოლოდ მასპინძელი კლუბების გულშემატკივრებს შეეძლებათ და ცხადია, რეგულაციების დაცვითა და შეზღუდული რაოდენობით.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 37-ე ტური 18-19 მაისს, ხოლო ბოლო, 38-ე ტური 23 მაისს გაიმართება.