„ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ კოვიდრეგულაციები დაარღვია, რამაც ესპანეთში დიდი სკანდალი გამოიწვია.
არგენტინელმა ფეხბურთელმა საკუთარ ვილაში გუნდის მთელი შემადგენლობა დაპატიჟა და მათთან ერთად მოილხინა. ესპანეთში არსებული რეგულაციებით კი ვახშამზე 6 ადამიანზე მეტის შეკრება დაშვებული არ არის.
Marca-ს ცნობით, ლა ლიგამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და ააა გამორიცხული, როგორც მესის, ისე „ბარსელონას“ სანქციები დაეკისროს.