ფეხბურთი

19:09 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანის უფლება აქვთ

უეფამ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს კორონავირუსის გამო განაცხადის გაზრდის შესაძლებლობა მისცა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, თითოეულ ნაკრებს შეეძლება ევროპის ჩემპიონატზე 23 ფეხბურთელის ნაცვლად, 26 წაიყვანოს, აქედან 3 მეკარე იქნება. თუმცა, არსებობს ერთი შეზღუდვა: კონკრეტული მატჩის დროს განაცხადში 23 მოთამაშე მოხვდება და შესაბამისად, დარჩენილ ფეხბურთელს ტრიბუნაზე ყოფნა მოუწევს.

უეფამ განაცხადის 26-მდე გაზრდის გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და გახსნით მატჩში იტალიის ნაკრები რომში, თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

თეგებიევრო 2020
0.118123