ძიუდო

15:19 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყაზანის გრანდ სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი გამოვა

5-დან 7 მაისის ჩათვლით ყაზანი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს სადაც ქართველი სპორტსმენებიც გამოვლენ. აღნიშნული გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები გათამაშდება.

ყაზანში ქართველთაგან 10 ძიუდოისტი გაემგზავრა. 60 კილოგრამში ლუხუმ ჩხვიმიანი, 66-ში - ბაგრატ ნინიაშვილი, 73 კილოგრამში კი ორი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი და ლუკა კაპანაძე გამოვლენ. 81 კილოგრამში - ვლადიმერ ახალკაცი იასპარეზებს, 90-ში კი ასევე 2 ძიუდოისტი იმედა გოგოლაძე და ლუკა მაისურაძე ეცდებიან მედლების მოპოვებას. რაც შეეხება 100 და +100 კილოგრამებს, შესაბამისად ონისე სანებლიძე და საბა ინანეიშვილი იჭიდავებენ.

გოგონათაგან კი მხოლოდ 52 კილოგრამში ტატიანა ლევიცკა შუკვანი გამოვა, რომელსაც სარეიტინგო ქულების მოპივება სჭირდება.

0.133842