კალათბურთი

0:40 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინიმა "ტენერიფე" მარცხისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას 35-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ფუენლაბრადას“ ესტუმრა და 65:98 დამარცხდა. კანარიელებმა ძალიან სუსტად ითამაშეს, რაც მათთვის არადამახასიათებელია და უშანსოდ წააგეს.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 16:22 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 26 გამარჯვების საპირონედ 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 ივნისს „სარაგოსას“ ესტუმრება.

0.133072