ფეხბურთი

16:03 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დაასახელა

ყაზანის „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას ფასი დაასახელეს. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ღიად განაცხადა, რომ ხვიჩას 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

„ჩვენი ფასი ხვიჩას სანაცვლოდ 30 მილიონი ევროა“, - აღნიშნა იაროვინსკიმ.

მოგეხსენებათ, ცნობილი ვებგვერდი Transfermarkt-ი კვარაცხელიას 15 მილიონ ევროდ აფასებს. ქართველი ფეხბურთელით არაერთო გუნდია დაინტერესებული, მათ შორის, „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ლიდს იუნაიტედი“.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

0.125376