სხვა

13:07 | 2.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე: "ჩემი სახელი თუ არ იცოდით, ახლა უკვე იცით"

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში ქაბ სვენსონი წუთსა და სამ წამში ნოკაუტით დაამარცხა და გამარჯვებების სერია გააგრძელა. 32 წლის ქართველმა ბრძოლის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ტოპ 15-ის წარმომადგენელ მებრძოლებს მიმართა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მე დიდ პატივს ვცემ ქაბს, მაგრამ ეს არის ის, რაც არის, უნდა გამეკეთებინა. ტოპ 15-ის მებრძოლებს მინდა ვუთხრა, რომ აქ ვარ. თუ ჩემი სახელი არ იცოდით, ახლა უკვე იცით.

მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბი მინდა. პატივი იქნებოდა შენთან ბრძოლა, რადგან შენ, ერთ-ერთი საუკეთესო ხარ. ნამდვილად მინდა შენთან ბრძოლა. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შენს ყოფილ მეტოქესთან, კელვინ კატართან ვიჩხუბებდი. გელოდებით, მე აქ ვარ.

დღეს საქართველოში აღდგომაა, დიდი დღესასწაული. მჯერა, რომ მე და მერაბმა ქართველი ხალხი კიდევ უფრო გავახარეთ. წაგება არ შემეძლო, მინდოდა, ხალხი გამეხარებინა. ქართველებს გულოცავთ ყველას, აღდგომასაც გილოცავთ. საქართველოს მთავრობას მინდა ვუთხრა, რომელია ამაზე მაგარი სპორტი საქართველოში? მგონი უნდა შეგვეხმიანოთ და ცოტა და უფრო მეტი ყურადღება უნდა მოგვაქციოთ, რადგან ვიცი, უფრო მაგარ საქმეებს გავაკეთებთ“, - თქვა ბრძოლის შემდეგ ჭიკაძემ.

შეგახსენებთ, გიგა ჭიკაძეს UFC-ში დაუმარცხებელი სერია აქვს და ზედიზედ 6 ბრძოლის მოგება მოახერხა.

0.114338