ფეხბურთი

22:40 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლი ბელგიის ჩემპიონატის პლეი-ოფში

ბელგიის იუპილერ ლიგის პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ „ვაასლანდ-ბევერენს“ უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი ფეხბურთელის გოლით მარცხს გადაურჩა - 1:1.

„სერენი“ საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, აუცილებლად მოიგებდა. მიქაუტაძესაც ჰქონდა საგოლე შანსები, მაგრამ მხოლოდ 93-ე წუთზე გაიტანა, პენალტით და ანგარიში გაათანაბრა. იქამდე, „ვაასლანდ ბევერენი“ 70-ე წუთზე დაწინაურდა. სხვათა შორის, სტუმრებმა კარში ერთადერთხელ დაარტყეს და გოლიც გაიტანეს.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 8 მაისს გაიმართება და „სერენს“ სტუმრად მოუწევს იუპილერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლა. მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში პროქსიმუს ლიგაში გატანილ გოლებსაც თუ ჩავუთვლით, 22 მატჩში 20 გოლი დაუგროვდა.

0.113895