ავტოსპორტი

21:48 | 1.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერი ბოტასი პორტუგალიის დიდი პრიზის პოულზე

პორტუგალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო. მან სულ რაღაც 0.007 წამით აჯობა თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, ვისაც კარიერაში მე-100 პოულ პოზიციის მოგების შანსი ჰქონდა. ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა მაქს ფერსტაპენი, ვისაც პოულამდე თითქმის 0.4 წამი დააკლდა.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილის დასაწყისში, ბოტასმა ჰამილტონზე უკეთესი დრო აჩვენა, რის შემდეგაც, ბრიტანელმა რბილ საბურავებზე უარი თქვა და მედიუმებზე გადავიდა. მაგრამ მაინც ვერაფერი მოახერხა.

„კვალიფიკაცია წინა ორ რბოლაში ჩემი სუსტი მხარე იყო. ახლა ყველაფერი უკეთაა. რბოლის წინ, საუკეთესო პოზიცია მაქვს“, - განაცხადა ბოტასმა.

„ვალტერიმ და მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა. ამით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ყველანაირად ვცადე, მაგრამ იდეალური წრე არ გამომივიდა“, - განაცხადა ჰამილტონმა.

რაც შეეხება ფერსტაპენს, მას პირველი სწრაფი წრე გაუუქმდა, რადგან მეოთხე მოსახვევში ტრასის ლიმიტი დაარღვია. მისი მეორე ცდა კი პოულის შესაფერისი ვერ გამოდგა. ნარბოლევს ჰოლანდიელმა თქვა, რომ ხელი ტრაფიკმა შეუშალა და არც ჩაჭიდებით არის კმაყოფილი.

„ჩაჭიდებასთან დაკავშირებით, პრობლემები მქონდა. პირველი წრე კარგი იყო, მაგრამ მეოთხე მოსახვევში ტრასის საზღვრებს გავცდი. მესამე პოზიცია იდეალური ადგილი არაა რბოლაში ბრძოლას ვეცდები“, - განაცხადა ფერსტაპენმა.

კარგად იასპარეზა ჯორჯ რასელმა, ვისაც მესამე ნაწილში გასასვლელად 0.057 წამი დააკლდა. ადვილი წარმოსადგენია, რა შეუძლია მას, თუ „მერსედესით“ იასპარეზებს. სამაგიეროდ, რბოლას პირელივე ნაწილში გამოეთიშა „მაკლარენის“ ახალწვეული დანიელ რიკარდო. მას თანაგუნდელ ლანდო ნორისზე დაახლოებით წამით უარესი დრო ჰქონდა.

ათეულში მოხვდა სებასტიან ფეტელი, ვინც ბრიტანეთის შარშანდელი დიდი პრიზის შემდეგ, პირველად შეძლო კვალიფიკაციის მესამე ნაწილში ასპარეზბა.

პორტუგალიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1'18.348
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.007
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.398
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.542
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.691
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.694
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.768
  8. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.958
  9. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.127
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.311
  11. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 0.761
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 0.868
  13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.108
  14. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.115
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.464
  16. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.491
  17. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.565
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.937
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.104
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.564
0.148085