"დინამო თბილისის" ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ საქართველოს მოქმედ ჩემპიონის რიგებში ჩარიცხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ტრავმა აღარ აწუხებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნდეს.
„დინამო“ ისტორიული გუნდია და მოხარული ვარ, რომ თამაშის საშუალება მომეცა ამ დიდ კლუბში. ძალიან კარგი გარემოა გუნდში, ბიჭები კარგად დამხვდნენ, ნახევარზე მეტს ვიცნობდი. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ „დინამოს“ გამოვადგე და გულშემატკივარი გავახაროთ. ევროპის დონის ბაზაა, ყველა პირობაა იმისთვის, რომ დინამოელმა მაქსიმუმი გააკეთოს და მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენოს.
„დინამო“ მოქმედი ჩემპიონია, აქ ყოველთვის მიზანია ჩემპიონობა და ჩემი გამოცდილებით მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ამ მიზნების მიღწევაში გუნდს დავეხმარო. რაც მთავარია ევროთასებზე ვითამაშებთ და უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი რაღაც ეტაპამდე მაინც მივიდეთ და ქომაგი გავახაროთ.
„ანორთოსისში“ მიღებული ტრავმა გამირთულდა, ევროპაში ვიმკურნალე და დღეს ჯანმრთელი ვარ, მაქსიმალურად მიახლოებული ჩემს კონდიციებთან. ჩემი მხრიდან ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ მაქსიმალურად ვეცდები დავიბრუნო ჩემი ოპტიმალური ფორმა, დავეხმარო „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრებს", - თქვა ანანიძემ.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ "დინამო თბილისმა" 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.