საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე "ლანსთან" გასამართ ლიგა 1-ის მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს. პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის წვივი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია როდის დაბრუნდება კილიანი.
პარიზელებმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი შინ 1:2 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ მბაპე ტრავმას ვერ მოიშუშებს ფრანგები მომავალ მატჩს დიდი დანაკლისით შეხვდებიან.
მიმდინარე სეზონში კილიანმა 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 37 გოლი და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.